
8 დეკემბრიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ კვოტირების მექანიზმი რუსეთში პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოში ხორბლის ფასთან.
"ფასები ზოგადად იმიტომ მიდის ზემოთ, რომ მსოფლიო ელოდება რუსეთში ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების შემოღებას", - განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, ბაზრისთვის კიდევ ერთ პრობლემას ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა წარმოადგენს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.
"ეკონომიკურმა გუნდმა რაიმე გადაწყვეტილება დროულად მიიღოს, რათა პურზე ფასის ზრდის დაზღვევა მოხდეს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
ანალიტიკური ცენტრის "SovEkon"-ის მონაცემებით, რუსული ხორბლის ღირებულება ტონაზე 321.3 აშშ დოლარს შეადგენს.
რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ტონა ქერზე გადასახადი 68.3 დოლარიდან 75.1 დოლარამდე გაიზრდება. ხოლო სიმინდზე გადასახადი უცვლელად დარჩა და 54.3 დოლარის ფარგლებში.