თავში

"გაერთიანებული ოპოზიცია" ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას ბერლინში ცდილობს

გაერთიანებული ოპოზიცია
გაერთიანებული ოპოზიცია ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას ბერლინში ცდილობს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ბერლინში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში ქართველი პოლიტიკოსები "ადანაუერის ფონდსა" და ბუნდესტაგში შეხვედრებს გამართავენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, საუბრის მთავარი თემა პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობებია. საუბარი შეეხება რეგიონის უსაფრთხოებასაც.

"გვექნება საუბარი, როგორ უნდა შევინარჩუნოთ უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში, ვისაუბრებთ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე. გავეცნობით, რა როლი შეიძლება ითამაშოს გერმანიამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა და თუ ხელისფლება ამაზე არ ზრუნავს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენ. "ადანაუერის ფონდთან" მოვსინჯავთ პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას. ველით მათ მხარდაჭერას პოლიტიკური პარტიების განვითარების კუთხით," - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, "ადანაუერის ფონდში" საუბარი შეეხება საქართველო-გერმანიას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასაც და ამ ორი ქვეყნის ბიზნესწრეების ურთიერთკავშირსაც.

ვიზიტი 3 დღეს გაგრძელდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system