თავში

გაფართოვდა დასაშვები ეკონომიკური საქმიანობების სია

გაფართოვდა დასაშვები ეკონომიკური საქმიანობების სია
გაფართოვდა დასაშვები ეკონომიკური საქმიანობების სია

გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება შეუძლიათ.

საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, დასაშვები გახდა:

სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება;

შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 

საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 

თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზირებული სავაჭრო ჯიხურებისა); 

სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთბვის); 

სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; 

სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; 

პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება, მიწოდება; 

ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 

სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 

საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 

საგამომცემლო საქმიანობა, პრესის ბეჭდვა; 

ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; 

IT და სერვერული ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); 

სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 

ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; პროდუქტიც სერტიფიკაციის ინსპექტირების ორგანოები; 

სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა (დისტანციურად); 

სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 

არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 

იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 

შენობის საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; 

დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 

სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მომსახურება; 

24-საათიანი სპეციალიზირებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); 

არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); 

ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 

ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 

ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად); 

სამაცივრე მეურნეობების საქმიანობები; 

საბაჟო საწყობები; 

ცხოველთა სასაკლაოები; 

სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; 

სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები; 

სასათბურე მეურნეობები; 

საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.

დადგენილების თანახმად, დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს ხუთი ადამიანისა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system