თავში

გაგრძელდება თუ არა კომუნალურების სუბსიდირება მარტშიც

გაგრძელდება თუ არა კომუნალურების სუბსიდირება მარტშიც
გაგრძელდება თუ არა კომუნალურების სუბსიდირება მარტშიც

"მარტში მიღებულ დანახარჯს მთავრობა აღარ აფინანსებს", - ამის შესახებ report.ge-ს კომპანია "თელასში" განუცხადეს. მათი განმარტებით, მთავრობის დადგენილებაში ზუსტადაა განმარტებული, რომ თებერვალში მიღებული ქვითარი არის საბოლოო და არანაირი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ დღეს მიიღეს აბონენტებმა ქვითრები. 

ცნობითვის, იმის გამო, რომ მარტში მიღებულ ქვითრებში ასახულია თებერვალში მოხმარებული ენერგიაც, report.ge-ს კითხვით მიმართა არაერთმა მომხმარებელმა, რომ დავხმარებიდით, გაერკვიათ, გადაუხდიდა თუ არა მათ კომუნალურ ხარჯებს მთავრობა, წინა თვეების მსგავსად. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში, 4 თვის განმავლობაში 200 კუბური მეტრი გაზისა და 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის საფასური მთავრობამ დაფარა. სუბსიდირება გავრცელდა ნოემბერში, დეკემბრში, იანვრისა და თებერვალში მოხმარებული გაზის, ელექტრიენერგიისა და წყლის შემთხვევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system