თავში

გაიხსნება თუ არა ბაზრობები და მოლები

გაიხსნება თუ არა ბაზრობები და მოლები
გაიხსნება თუ არა ბაზრობები და მოლები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება. 

შეხვედრაზე ის მოისმენს ინდუსტრიისგან, თუ რა გარანტიები არსებობს და როგორ აპირებენ ისინი გახსნის შემთხვევაში რიგების მართვას. მთავრობა მხოლოდ საკითხის რაციონალური განხილვის შემდეგ გადაწყვეტს, გაიხსნება თუ არა მოლები და ბაზრობები.

„გვაქვს პირველი მოკრძალებული ნიშნები, სტაბილიზაციის ეტაპია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც არის პირდაპირი შედეგი წერტილოვანი შეზღუდვების და რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის, რაც უზრუნველვყავით. ამ შეზღუდვები ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა სამედიცინო სექტორი უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოთქვა. ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი, აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ დღეებში მე მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟოიოტაჟური მოხმარება, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ ჩვენი ერთობლივი შრომით და შეზღუდვების შედეგად“,- განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system