თავში

გაიხსნება თუ არა ზამთრის კურორტები, მთავრობა ეპიდემიოლოგებთან იმსჯელებს

გაიხსნება თუ არა ზამთრის კურორტები,
გაიხსნება თუ არა ზამთრის კურორტები, მთავრობა ეპიდემიოლოგებთან იმსჯელებს

ზამთრის კურორტი, ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი არის დიდი მობილობის გენერატორი, აქედან გამომდინარე, ზამთრის კურორტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვა დღის წესრიგში დგას.ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ გეგმავს.

„საქართველო იყო და დარჩება მზარდ და მიმზიდველ ტურისტულ წერტილად და ქვეყნად. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მთლიანად გლობალური ტურიზმის ინდუსტრია პოზიტიურად არის განწყობილი. საქართველო არის ულამაზესი ბუნების ქვეყანა, საინტერესო ტრადიციების, საინტერესო ფოლკლორის, ძეგლების და ასე შემდეგ, სადაც ნებისმიერი ტურისტი, ნებისმიერ დროს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობს თავს“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ხელისუფლებამ უნდა მართოს ეპიდემია და ამავდროულად ნაკლებად დაზარალდეს ეკონომიკა და ბიზნესი. 

„პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ ეკონომიკა და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. წერტილოვანი შეზღუდვები იქნება და თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, საჭიროა ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინება.

ზუსტი პასუხი,გაიხსნებათუ არა ზამთრის კურორტები, არც "მთის კურორეტბი განვითარების კომპანიაში" აქვთ. მათი თქმით ეს კლიმატსა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

სათხილამურო აბონემენტების წლევანდელი ფასები ცნობილია.

შეგახსენებთ, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. ის ბაკურიანში ჩატარდება. მანამდე კი, გაისად, 2021 წლის თებერვალში, მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-ში, ბაკურიანში ჩატარდება.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system