თავში

გაისად მთავრობა 5,3 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს

გაისად მთავრობა 5,3 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს
გაისად მთავრობა 5,3 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, მთავრობა მომდევნო წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. საშინაო ვალდებულებების ზრდა კი დაგეგმილი არაა.

როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია განმარტებუილი, მომდევნო წელს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 3,1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ხოლო, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 570 მილიონი ლარი. 

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. 

შეგახსენებთ,  სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system