თავში

გაისად მთავრობა ბიზნესს მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს

გაისად მთავრობა ბიზნესს მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს
გაისად მთავრობა ბიზნესს მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2020 წლის მიმდინარე პერიოდში უკვე დაბრუნებულია 600 მილიონ ლარზე მეტი და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი.

„2021 წელს აქტიურად გაგრძელდება წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად, დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია, რომ 2021 წელს დაბრუნდება მილიარდ ლარამდე. 2020 წლის მიმდინარე პერიოდში უკვე დაბრუნებულია 600 მილიონ ლარზე მეტი და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე მილიარდ ლარზე მეტი დაბრუნდება“, – წერია დოკუმენტში.

2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 9 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი, საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.

არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2020 წელს COVID-19 პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე შემცირებული საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 10.51 მლრდ ლარს.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 883.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 599,7 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 283,3 მლნ ლარს;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 935.0 მლნ ლარით;

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 367.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 347.3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი 1 019.7 მლნ ლარს (მუნიციპალიტეტების დღგ 2020 წელთან შედარებით იზრდება 139 მლნ ლარით);

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 532.0 მლნ ლარის ოდენობით;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 78.0 მლნ ლარით;

ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 447.0 მლნ ლარს;

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა (-42.0) მლნ ლარით;

2021 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.

მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system