თავში

გაისად რეგიონების პროექტებში 280 მილიონი ლარი დაიხარჯება

გაისად ​რეგიონების პროექტებში 280 მილიონი ლარი დაიხარჯება
გაისად რეგიონების პროექტებში 280 მილიონი ლარი დაიხარჯება

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი განისაზღვრება 280 მილიონი ლარით.

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების განმარტებით, გაგრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - 2021 წელს 1020 დევნილი ოჯახისათვის დასრულდება ახალი ბინების მშენებლობა ზუგდიდსა და წყალტუბოში, 2022 წელს კი ქუთაისში დასრულდება მშენებლობა 800 ოჯახისათვის.

აქტიურად გაგრძელდება ურბანული განახლებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

მომავალ წელს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, EBRD-ისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 6 ქალაქს (ზუგდიდს, რუსთავს, ქუთაისს, გორსა და თელავს) 175 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ახალი ავტობუსი გადაეცემა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სათხილამურო კურორტებისთვის ადაპტირებულ 10 ავტობუსს და 16 ერთეულ მუნიციპალურ სპეციალურ ტექნიკას მიიღებს დაბა ბაკურიანი. შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობის მიზნით, სპეციალური ტექნიკა გადაეცემა გურიის რეგიონსაც.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება. მომავალ წელს ეს უწყება ჯამში 2,371,630,000 ლარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system