თავში

გაისად საშინაო ვალდებულებების 1 700 000.0 ათასი ლარით კლებაა მოსალოდნელი

გაისად საშინაო ვალდებულებების 1 700 000.0 ათასი ლარით
გაისად საშინაო ვალდებულებების 1 700 000.0 ათასი ლარით კლებაა მოსალოდნელი

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საშინაო ვალდებულებების მოსალოდნელ კლებას 1 700 000.0 ათასი ლარის ოდენობით.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას - 1 660 000.0 ათასი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) – 40 000.0 ათასი ლარის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით,  2021 წლის განმავლობაში ისევ იგეგმება გამოსყიდვის ოპერაციების გაგრძელება, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საშინაო ვალდებულებების ძირითადი თანხის დაფარვასა და მომსახურების ხარჯზე.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული საგარეო და საშინაო ვალის პარამეტრები უზრუნველყოფენ სახელმწიფო ვალის მდგრადობის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში.

სახელმწიფო საშინაო ვალდებულებების პროცენტის მომსახურებისათვის საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 530 000.0 ათასი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system