თავში

გაიცანით ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერები - PHOTO

გაიცანით ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერები
გაიცანით ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერები - PHOTO

Forbes-მა წლის დასასრულს ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერების სია გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, 2019 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამინები აგრძელებენ განათლების, მედიცინისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას ასეულობით მილიონის, ზოგჯერ კი მილიარდის შეწირვით.

Forbes-ის ცნობით, გასულ წელს ქველმოქმედებისთვის დახარჯული თანხის ოდენობით ლიდერობს აზიმ პრემჯი, რომელმაც ამ საქმისთვის $7.6 მლრდ დახარჯა. აზიმ პრემჯი ინდოელი IT მაგნატია. მისი საქმელმოქმედო ფონდი "აზიმ პრემჯის ფონდი" განათლების სფეროში საქმიანობს. 


ქველმოქმედებისთვის გაღებული $3.6 მლრდ დოლარით მეორე ადგილზეა უორენ ბაფეტი. 

Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელმა უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის $3.6 მლრდ გადაეცათ ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდს, ასევე, სუზან ტომფსონ ბაფეტის (უორენ ბაფეტის მეუღლის სახელობის ფონდს) და მისი სამი შვილის მმართველობის ქვეშ მყოფი: Howard G. Buffett Foundation, Sherwood Foundation და NoVo Foundation ფონდებს.

Forbes-ის შეფასებით, ბაფეტს $38 მლრდ-ზე მეტი აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის.

მესამე ადგილს $750 მლნ დილარით იჭერენ კალიფორნიელი სტიუარტ და ლინდა რეზნიკები. მათ ქონება კაკალისა და ხილის ბიზნესში დააგროვეს.

მათ კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტს (CalTech) კლიმატის ცვლილების კვლევის დასაფინანსებლად 750 მილიონ დოლარი გადაურიცხეს. ეს უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე დიდი კერძო შემოწირულობაა. CalTech-ი ამ თანხით ახალი კამპუსს ააშენებს, რომელშიც "რეზნიკების სახელობის გარემოსდაცვითი რესურსების ცენტრი“ შეიქმნება. რეზნიკებს ქონება 9 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული და ისინი მსოფლიოში ნუშისა და ფსტის უდიდესი მწარმოებელები არიან.


$350 მლნ დოლარი დახარჯა სასიკეთო საქმეების დასაფინანსებლად დენი სენფორდმა და რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. ეს თანხა მან სან-დიეგოს უნივერსიტეტს (San-Diego National University) შესწირა. სენფორდს ამ უნივერსისტეტისთვის უკვე 150 მლნ აშშ დოლარი აქვს შეწირული. სასწავლებელში უპირატესობა აქვს ზრდასრულ, არმიაში მომსახურე, ან სოციალურად შეჭირვებულ პირებს. გამოცემის ცნობით, First Premier Bank-ის დამფუძნებელის, დენიელ სენფორდის ქონება დაახლოებით 3.4 მლრდ დოლარს შეადგენს. 

ხუთეულის ბოლო ადგილზე არიან ფილიპ ტერი რეიგონი და სიუზან რეიგონი  $200 მლნ დოლარით. მათ  მასაჩუსეტსის ზოგადპროფილურ საავადმყოფოს $200 მლნ დოლარი გადაურიცხეს. საავადმყოფოს სამეცნიერო ლაბორატორია თანხას ინფექციურ კვლევებს მოახმარს. ამერიკელმა მილიარდერებმა შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკუთარი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემა 2009 წელს, სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტეს. გამოცემის ინფორმაციით, ოჯახის ქონება $2.6 მილიარდს შეადგენს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system