თავში

გაიცანით Tesla-ს წარმოუდგენელი დიზაინის Cybertruck - VIDEO - PHOTO

გაიცანით Tesla-ს წარმოუდგენელი დიზაინის Cybertruck
გაიცანით Tesla-ს წარმოუდგენელი დიზაინის Cybertruck  - VIDEO - PHOTO

Cybertruck  - ეს არის ფუტურისტული, ნამდვილად განსხვავებული და არამიწიერი პიკაპი, რომელიც თავად Tesla-ს თავკაცმა წარადგინა. რამდენიმე საათის წინ, დიდი ხნის ლოდინი დასრულდა და ავტომობილი მთელი თავისი დიდებულებით წარმოადგინა ელონ მასკმა. მისი დიზაინი ამ დრომდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. სცენაზე კი წარსდგა უხეში, გეომეტრიული ფორმების დიზაინის მქონე ელექტრო პიკაპი. 

Tesla ელექელექტრომობილების მოყვარულებს, პიკაპის სამ საფასო ვერსიას სთავაზობს. ბიუჯეტური Cybertruck-ის ფასი 39 900 დოლარია, რომელსაც სრული დამუხტვის შემდეგ 400 კილომეტრის გავლა შეუძლია. საშუალო ფასის ორძრავიანი მოდელი კი 49 900 დოლარი ღირს და ერთი დამუხტვით 480 კილომეტრს გაივლის. სამძრავიანი მონსტრი პიკაპი, ყველაზე ძვირიანია აღნიშნულ სერიაში და მისი ფასი  თითქმის 70 000 დოლარია. ეს უკანასკნელი ერთ ჯერზე, სრულად დამუხტული აკუმულატორით 800 კილომეტრს გაივლის. ამერიკის შეერთებულ შტატებში პიკაპის ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა დიდია, ამიტომაც ამ ელექტროპიკაპის გამოშვებაზე ტესლა დიდ იმედებს ამყარებს. მისი სერიული წარმოებაში ჩაშვება მასკის კომპანიას 2021 წლისთვის აქვს დაგეგმილი. 

 ავტომობილის ვიზუალი თამამია, საიბერპანკის სტილში გადაწყვეტილი ფორმებით, ელონ მასკი გვეუბნება, რომ მისი შექმნისას ბევრი არ უფიქრიათ, მოეწონებოდა თუ არა ის ადამიანების დიდ ჯგუფს. შესაძლოა სწორედ ამიტომაც გახდეს ის, განსაკუთრებული და გამორჩეული, ჩვეულებრივი ავტომობილებით გადავსებულ გზებზე. საგულისხმოა, რომ ავტომობილი ძალიან მტკიცე მასალით არის დამზადებული, პრეზენტაციაზე პიკაპის კარს ურო დაარტყეს, რომელმაც კვალიც კი არ დატოვა მასზე, თუმცა მეტალის ბირთვის სროლის შემდეგ, ფანჯარა დაზიანდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ტიპის მტკიცე მონსტრი კიდევ უფრო მტკიცე შუშებს საჭიროებს. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system