თავში

გაიზრდება თუ არა ბიტკოინის ღირებულება?

გაიზრდება თუ არა ბიტკოინის ღირებულება?
გაიზრდება თუ არა ბიტკოინის ღირებულება?

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 7 ათასი აშშ დოლარით,დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. 31 ივლისს ძირითადი კრიპტოვალუტის ღირებულებამ 42,4 ათას დოლარს მიაღწია. ხოლო, დღეისათვის კი იგი 39 870 აშშ დოლარად ივაჭრება.

სამომავლოდ მის ღირებულებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ბიტკოინის მოპოვების სირთულემ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში 6%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინის ფასზე უდიდესი გავლენა იქონია  ამერიკული ხელისუფლების საგანგაშო განცხადებებმა კრიპტო რეგულაციის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ, ასევე  Binance-ის ბირჟაზე ზეწოლამ. 

ექსპერტების ვარაუდით ბიტკოინი 45 ათასი დოლარის ნიშნულისათვის ემზადება. თუმცა, მაშინაც კი, თუ კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს  მომავალ კვირას მიაღწევს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ ფეხი მოიკიდოს. თუმცა, მისი ღირებულების ზრდას შემოდგომიდან უნდა ველოდოთ.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system