თავში

გაიზრდება თუ არა ეკონომიკის დაკრედიტება

გაიზრდება თუ არა ეკონომიკის დაკრედიტება
გაიზრდება თუ არა ეკონომიკის დაკრედიტება

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც საბანკო რეგულაციები შერბილდა, ეკონომისტები საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ერთ-ერთ რეალურ შესაძლებლობად განიხილავენ.

report.ge-ს კითხვას, გაიზრდება თუ არა საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტება, აკადემიკოსი ავთო სილაგაძე პასუხობს, რომ რეგულაცია ჯერჯერობით ვერ მოგვცემს ისეთ შედეგს, რაც შეიძლება ჩვეულებრივ პირობებში მიგვეღო. სილაგაძე ამ შემთხვევაში მთავარ დაბრკოლებად კორონავირუსის გარშემო შექმნილ ვითარებას მიიჩნევს და ამბობს, რომ რეგულაციის ეფექტი ეკონომიკის გადარჩენის ასპექტში უნდა განიხილებოდეს.

,,ლოგიკურია, რომ ეკონომიკის დაკრედიტება უნდა გაიზარდოს და სებ-ის გადაწყვეტილების მიზანიც ეს არის. ახლა განსაკუთრებით იმაზე გვმართებს ფიქრი, რა შეიძლებ მივიღოთ ამით იმ მძიმე სიტუაციაში, რაც ცნობილი მოვლენის გამო საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ხდება. ამ შემთხვევაში ჩვენ გადარჩენაზე უნდა ვისაუბროთ. ამიტომ რეგულაცია უნდა განვიხილოთ არა ზრდის , არამედ არსებულ სიტუაციაში  მინიმალური შემცირების თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს. დღეს ეკონომიკური ფონი ქვეყანაში უმძიმესია. ამიტომაცაა, რომ რეგულაციების შერბილება ვერ მოგვცემს ისეთ ეფექტს, რაც ჩვეულებრივ პირობებში უნდა მიგვეღო. თუმცა ხელს შეუწყობს, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს. ის, რომ ახალი ბიზნესის დაწყებას ველოდოთ, წარმოუდგენელია", - განმარტა აკადემიკოსმა.

რაც შეხება ეროვნული ბანკის პოზიციას, როგორც ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებები გაამარტივებს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღებას, შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და, შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შემატებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system