თავში

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში
გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში, დღეს 12:00 საათზე საჯარო სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებენ.

სემეკმა 2019 წლის 25 დეკემბერს, ბუნებრივი აირის სექტორში, პირველად, სამწლიანი ტარიფები დაამტკიცა. იმ პერიოდისთვის, შპს „თბილისი ენერჯისთვის” სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა – 46.137 თეთრი. მაშინ კომისიაში განაცხადეს, რომ ტარიფის შენარჩუნება გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის დეკემბრამდე არ უნდა შეცვლილიყო. 

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში და რატომ გახდა გადაწყვეტილების მიღებიდან, თითქმის წელიწადნახევარში კორექტირება საჭირო, კომისიის წევრები განმარტებას კომისიის სხდომაზე გააკეთებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system