თავში

გახარია ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

გახარია ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს
გახარია ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

"იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს "არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ორივე მხარის (ბიზნესის და მთავრობის) დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ის, რომ საკითხებზე პასუხი იყოს სწრაფი.

"მიხარია, რომ საშუალება გვაქვს ძველი ტრადიციები გავიხსენოთ, როდესაც საკმაოდ ხშირად აქტიურად ვხვდებოდით და განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და ამავდროულად ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, რადგან გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს ბევრი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდგომ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად ბიზნესსაც გაახსენოს, სოციალური პასუხისმგებლობა რა არის", - განმარტა გახარიამ.პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეც გაამახვილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system