თავში

გახარია ივანიშვილზე: გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით

გახარია ივანიშვილზე: გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით
გახარია ივანიშვილზე: გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით

„ეს ადამიანი ეს და ფონდი ("ქართუ") გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს, რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დასაფასებელი“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ფონდ ქართუს“ მიერ StopCov-ფონდში განხორციელებულ 100 მილონიან კონტრიბუციას. 

„ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომლიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი გვეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს, რა თქმა უნდა, ეს არის უაღესად დასაფასებელი“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ StopCov-ფონდში ჩარიცხული თანხები, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინეტერესებიდან გამომდინარე იქნება გამოყენებული. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ როცა covid-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტებზე და ყველა ეს რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული ფონდში, ამ მიზნების მიღწევას მოხმარდება“, - ამბობს პრემიერი. 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

ბოლო მონაცემებით, StopCov ფონდში 124 543 899 ლარია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system