თავში

გახარია: მსოფლიო საქართველოს თავიდან გაიცნობს

გახარია: მსოფლიო საქართველოს თავიდან გაიცნობს
გახარია: მსოფლიო საქართველოს თავიდან გაიცნობს

„საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი, პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე არა მხოლოდ როგორც მხოლოდ ზღვის, ღვინის, მთის, ისტორიული კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ უსაფრთხო ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხდებით, საჭიროა, საერთაშორისო ბაზარზე საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი მოირგოს.

გახარიას თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს და ამ თვალსაზრისით არის უსაფრთხო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ დღეს უნდა შევთანხმდეთ მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ტურიზმის და ეკონომიკის სხვა დარგების, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის მშენებლობის მაგრამ, პირველ რიგში ტურიზმის ეფექტური გახსნა, უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე არამხოლოდ როგორც მხოლოდ ზღვის, ღვინის, მთის, ისტორიული კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ უსაფრთხო ქვეყანა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველა იმ მარკეტინგული პროგრამას, რომლებიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციას, უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება, პირველ რიგში ვირუსისგან. ბაზარზე საქართველოს ლოკაცია კი არ უნდა დავაზიანოთ, პირიქით უნდა გავაძლიეროთ. ყველაფერს, რაც გვქონდა გაკეთებული, რაშიც ამდენი დრო, ფინანსური რესურსი, ძალა და ყველაფერი გვქონდა ჩადებული, ამას უნდა დავუმატოთ ერთი არგუმენტი, რომ ყველაფერთან ერთად ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და არის ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას, რომ მივაღწიოთ მხოლოდ დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად, გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები. არ უნდა ვიჩქაროთ იმიტომ, რომ ჩვენი გახსის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა შეხვედრაზე დეტალურად განმარტა, როგორ ჩააქრო ხელისუფლებამ კორონავირუსის ეკონომიკური ხანძარი.

დღევანდელ შეხვედრაზევე გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან სუფთა ზონები გამოცხადდება. პრემიერის თქმით, ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური. გახარიას განმარტებით, აჭარა ამისთვის ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება ცალკე აღებული ბათუმი გამოცხადდეს კორონავირუსისგან სუფთა ზონად.

პრემიერის განმარტებით, საქართველო უსაფრთხო ტურიზმს ერთ-ერთი პირველი გახსნის.

დღესვე პრემიერმა განმარტა, რომ საკარანტინო ზონებად გადაკეთებამ სასტუმროებს კონკურენტული უპირატესობა მისცა. მისი თქმით, ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ უნდა მართოს ვირუსის გავრცელების რისკი, რაც უსაფრთხო ტურიზმის გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

პრემიერმა აჭარაში ტურინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კორონავირუსმა საქართველოს მისცა შანსი და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ მოგვიწევს დისტანციურ შრომას მივეჩვიოთ, რომ ცხოვრება არ გაჩერდეს და ეკონომიკა გაიხსნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system