თავში

გახარია: ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ

გახარია: ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ
გახარია: ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ

ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს, ისვე როგორც მთელს მსოფლიოს, კრონავირუსითან ცხოვრება კიდევ დიდხანს მოუწევს.

„ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია, წესების დაცვით გამოვაცხადოთ კორონავირუსისგან სუფთა ზონებად. არ იქნება ეს რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი, მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს „კოვიდის“ რისკებს, მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარი არის, რომ ერთდროულად ჩვენ შევძლოთ, ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. მარტივია, სამყარო სხვანაირი იქნება, ამასაც გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, ამაზე დრო დაგვჭირდება, მაგრამ მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, სულ სხვა გლობალური კონკურენცია იქნება. იქნება ბევრად უფრო მძაფრი ეს კონკურენცია და უფრო მომზადებულები უნდა ვიყოთ ამისთვის. ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ სამწუხაროდ, ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს, როგორც ჩანს, გაურკვეველი დრო, ეს შეიძლება იყოს რამდეიმე თვე ან რამდენიმე წელი. ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system