თავში

გახარიამ და კალაძემ რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს

გახარიამ და კალაძემ რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს
გახარიამ და კალაძემ რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვაში რძის გადამამუშავებელ საწარმოს პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი სტუმრობდნენ. გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ პარტიის სხვა წევრებთან ერთად კომპანია "ზეკარი" დაათვალიერეს, სადაც 750 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 20 000 აშშ დოლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო გრანტია, ხოლო 250 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოს შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს კომპანიის დირექტორმა დავით კეკუამ მიაწოდა.

მისი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დღეში 10 ტონა რძეს ამუშავებს, სამი სახის ყველს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system