თავში

რა მოიწონა ყველაზე მეტად გახარიამ ფინანსთა მინისტრის დღევანდელ ანგარიშში

გახარიამ ფინანსთა მინისტრის დღევანდელ ანგარიშში
რა მოიწონა ყველაზე მეტად გახარიამ ფინანსთა მინისტრის დღევანდელ ანგარიშში

„დღევანდელ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ საჯარო ფინანსების მართვა. საჯარო ფინანსების მართვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როგორც ბიუროკრატიის ხარისხის, ასევე ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარებისთვის," - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს, როგორც რისკების მართვის, ასევე ვალის მართვისა და ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს თავისი მუშაობა.

"რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, რომელზეც დღეს მინისტრმა ბევრი ისაუბრა და რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი მდგენელებია ეს ფაქტორები.  შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა.

"სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუშაო ადგილები," - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა სამინისტროს ანგარიში შეაფასა და ყურადღება გაამახვილა საჯარო ფინანსებსა და ფისკალური პოლიტიკის ნაწილზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა რეინვესტირების ნაწილის ხარჯზე მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system