თავში

გახარიას და ივანიშვილის დასაქმების ზრდის ერთნაირი ხედვა აქვთ

გახარიას და ივანიშვილის დასაქმების ზრდის ერთნაირი ხედვა აქვთ
გახარიას და ივანიშვილის დასაქმების ზრდის ერთნაირი ხედვა აქვთ

“უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - თქვა დიპლომატიურ კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ განზომილებას, ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს. უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტირირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი", - ამბობს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, დასაქმების მისეული ხედვა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმაც გააცნო. ივანიშვილი თანამოქალაქეებს სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში ლეგალურად დასაქმებაში დაეხმარებას დაჰპირდა. მისი თქმით, შექმნილია სპეციალური გუნდი, რომელიც ევროპის განვითარებულ სახელმწოფოებთან აფორმებს შესაბამის კონტრაქტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system