თავში

გახდება თუ არა საქართველოს ელექტროსისტემა საიმედო - Exclusive

გახდება თუ არა საქართველოს ელექტროსისტემა საიმედო
გახდება თუ არა საქართველოს ელექტროსისტემა საიმედო - Exclusive

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ტრანსფორმატორების პარკს აფართოებს და ამით ენერგოსისტემის საიმედოობის ზრდას გეგმავს. მის სატრანსფორმატორო პარკს წლის ბოლომდე რვა ახალი ტრანსფორმატორი და ავტოტრანსფორმატორი შეემატება. ახალ ქვესადგურებში: „ხორგა-220“, „ბათუმი-220“, „ნავთლუღი-220“ და „გურჯაანი-220“ განთავსდება.

უკვე დასრულდა ხორგისა და გარდაბნის ქვესადგურებში ტრანსფორმატორის მონტაჟის სამუშაოები. ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 125 მვა სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორისა და 63 მვა სიმძლავრის ორი ტრანსფორმატორის სამონტაჟო სამუშაოები ბათუმის ქვესადგურში, ხოლო დანარჩენი მოწყობილობები ნავთლუღისა და გურჯაანის ქვესადგურებში დეკემბრის ბოლომდე დამონტაჟდება.

სსე-ს გათვლით ტრანსფორმატორების და ავტოტრანსფორმატორების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გაიზრდება შესაბამისი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობა. გაჩნდება ახალი მომხმარებლების ელექტროენერგეტიკულ ქსელზე მიერთების შესაძლებლობებიც, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ქსელში მიწოდებამ 13.455 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, მოხმარების ზრდამ 5 წელიწადში 30%, ხოლო 10 წელიწადში 50% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system