თავში

"გახდი მესაკუთრე": მთავრობას შეუძლია მოსახლეობის სიღარიბე დაასრულოს

"გახდი მესაკუთრე": მთავრობას შეუძლია მოსახლეობის სიღარიბე დაასრულოს
გახდი მესაკუთრე: მთავრობას შეუძლია მოსახლეობის სიღარიბე დაასრულოს

საყოველთაო პრივატიზაციის საკითხი დიდი ხანია განხილვის საგანია, თუმცა, ამ მხრივ, დაბალია, როგორც მოსახლეობის აქტივობა, ასევე არ ჩქარობენ შესაბამისი სამთავრობო უწყებებიც. საქართველოს მიწის რესურსის 70% ფლობს სახელმწიფო, შესაბამისად კერძო მფლობელის საკუთრებაში, მხოლოდ 30%-ია. საბაზრო ეკონომიკის სრულფასოვნად განვითარებისთვის, აღნიშნული სურათის შეცვლა აუცილებელია. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების უმრავლესობაში მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების დიდი ნაწილის მესაკუთრე, თავად მოსახლეობაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დიდი ნაწილს, კვლავ სახელმწიფო ფლობს. თუ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, საკუთარ ეზოში აღმოაჩენს ნავთობის საბადოს, ის გამდიდრდება, საქართველოს კანონმდებლობა კი, იგივე მდგომარეობაში აღმოჩენილ მოქალაქეს არ მიიჩნევს მესაკუთრედ და პირიქით, შესაძლოა სახელმწიფომ მოსთხოვოს საკუთრების დათმობა.  ბუნებრივი რესურსი, რომელიც თქვენს კუთვნილ მიწაზე შეიძლება აღმოჩნდეს, თქვენ არ გეკუთვნით. 

საინიციატივო ჯგუფი "გახდი მესაკუთრე" აღნიშნულ საკითხზე მუშაობს, როგორც ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე მოსახლეობის ნაწილთან. report.ge-აღნიშნულ საკითხზე "გახდი მესაკუთრეს" წარმომადგენელს ესაუბრა.

"ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანის სწრაფი გზა, სახელმწიფო მიწების, კერძო საკუთრებაში გადაცემაა. ასეთი გადაწყვეტილება შეესაბამება როგორც ქვეყნის გაცხადებულ ეკონომიკურ მოდელს, ასევე სამართლიანობის პრინციპს. ეს პროცესი 25 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მსგავსი სურათი მხოლოდ ბელორუსიაში და პოსტსაბჭოთა სივრცეშია, ა.შ.შ.-ში და სხვაგან, სადაც საბაზრო ეკონომიკაა და სახელმწიფო განვითარებულია, ქონება ძირითადად ხალხის საკუთრებაშია და არა პირიქით. ანუ გამოდის, რომ საბჭოთა კავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენთან არც დანგრეულა და ადამიანებს კვლავ არაფერი გააჩნიათ. ამ საკითხზე შევადგინეთ პეტიციაც, თუმცა არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა არ გვცემს დასაბუთებულ პასუხს თუ რატომ არ იძვრის პროცესი, რომელიც მოსახლეობას გაამდიდრებს, ეკონომიკას განავითარებს და გააჯანსაღებს. ერთადერთი პასუხი რაც გვაქვს არის ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრება, რომ ქონების მოსახლეობისთვის გადაცემა ხელს შეუშლის ჯანსაღი ინვესტიციების მოზიდვას, რაც აბსოლუტურად უარგუმენტო დასკვნაა" - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მათე გარდავამ. 

ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებაც არ არის საკმარისი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოების ჩატარება "გახდი მესაკუთრის" წევრებს უკვე დაგეგმილი აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system