თავში

გახსნის რა რეალური შესაძლებლობაა 1 მარტამდე

გახსნის რა რეალური შესაძლებლობაა 1 მარტამდე
გახსნის რა რეალური შესაძლებლობაა 1 მარტამდე

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია, მთავრობამ  ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალოს და შეზღუდვა ნელ-ნელა შეამსუბუქოს 1 მარტამდეც, რაც ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კაპანაძე ვარაუდობს, რომ ამის შესაძლებლობას იძლევა არსებული ეპიდემიური ვითარება, რის გათვალისწინებითაც ბიზნესს ეტაპობრივად უნდა მიეცეს საქმიანობის უფლება, სანამ კომპანიები სიცოცხლისუნარიანობას ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.

,,ეტაპობრივი გახნის პროცესი დაიწყო ისე, რომ ბიზნესის უდიდესი ნაწილი ისევ შეზღდვების არეალშია მოქცეული. ჩემი აზრით, ეს არასწორი დამოკიდებულებაა, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ ეპიდემიური სიტუაცია თანდათან გამოსწორებისკენაა და ვირუსის მაჩვენებლები მცირდება. ბიზნესი და ეკონომიკა  იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ შეზღუდვების უფრო მეტად მოხსნა აუცილებელია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება დოგმა არ უნდა გახდეს, შესაძლებელია გარკვეული სეგმენტები 1  მარტამდეც გაიხსნას, თებერვლის დასაწყისიდან შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული, რადგან დღეს სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სარესტორნო და სასტუმრო სექტორი ამაზე მუდმივად საუბრობს, უკვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ბიზნესი საბოლოოდ არ ჩაკვდეს და არ გაკოტრდეს. ცხადია, უკვე დროა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაიხსნას, რადგან გადაადგილება თუ არ იქნა შესაძლებელი, დამატებითი ხარჯის  გაწევა ისევ ბიზნესს მოუწევს და ეს მათ მდგომარეობას დაამძიმებს. რაც დაგვიანდება გახსნა, შედეგიც მით უფრო სავალალო იქნება", - აცხადებს report.ge-თან გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ,,დღევანდელი პოზიცია, რომ პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები, მესიჯია, რომ, შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას," – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს.

მისი განმარტებით, პირველი თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება. ალავერდაშვილი ამბობს, რომ სგავსი შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო და მთის კურორტების გახსნის საკითხზე ემსჯელათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system