თავში

გამარტივებული საქმისწარმოების სერვისი აღდგა

გამარტივებული საქმისწარმოების სერვისი აღდგა
გამარტივებული საქმისწარმოების სერვისი აღდგა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობა ელექტრონული ფორმით განაახლა.

უწყებამ სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისებიც აღადგინა და მოქალაქეებისთვის ელექტრონული ფორმით უკვე ხელმისაწვდომია. 

შესაძლებელია გააგზავნო/დაარეგისტრირო აპლიკაცია მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის [email protected] საშუალებით. 

აპლიკაციას თან უნდა ერთოდეს ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია;

გამარტივებული საქმისწარმოება დაიწყება დოკუმენტაციის დედნის გარეშე, რომელსაც აპლიკანტი (კრედიტორი) წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის შემდეგ 10 სამუშაო დღის ფარგლებში. 

რესპონდენტისთვის (მოვალე) შეტყობინების ჩაბარების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება კანონის შესაბამისად, შეტყობინების ჩაბარების დღიდან;

"აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ/გადმოიწეროთ ვებ-გვერდზე nbe.gov.ge > სერვისები > გამარტივებული საქმისწარმოება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო ცენტრს: (032) 2 749 649

"გამარტივებული საქმისწარმოების ფარგლებში ხშირია დავების მორიგებით დასრულება. მორიგების დარღვევის შემთხვევაში საქმისწარმოება გადაეცემა იძულებით აღსრულებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი - გამარტივებული საქმისწარმოება მხარეებს აძლევს საშუალებას, დავა სასამართლოს გარეშე, სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები დანახარჯით მოაგვარონ," - განმარტებულია ბიუროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system