თავში

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება - სებ

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნ
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება - სებ

საქართველოს ცენტრალური ბანკის განცხადებით, მიმდინარე წელსაც ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნდება, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოშობს.

სწორედ აღნიშნული რისკების საპასუხოდ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნებას გეგმავს. ამის შესახებ მაკროეკონომიკური პროგნოზების საბაზისო სცენარშია აღნიშნული, რომელიც სებ-მა დღეს გამოაქვეყნა.

„საბაზო სცენარში მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, რასაც დიდწილად საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მომატებული სასაქონლო პროდუქტების ფასები განაპირობებს. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და საკვები ნედლეული პროდუქტების ფასების ზრდას დაერთო კომუნალური ხარჯების ზრდიდან მომდინარე დამატებითი ინფლაციური წნეხი. ამასთან, წინა პერიოდებში სუსტი მოთხოვნის დიზინფლაციური ეფექტი ეკონომიკური აქტივობის ზრდის კვალდაკვალ ამოიწურა. შედეგად მიღებულ მაღალ ინფლაციურ გარემოში მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2022 წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება. საბაზო სცენარში მიმდინარე წელსაც ინფლაციის მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნება გრძელვადიანი ინფლაციურ მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოშობს. აღნიშნული რისკების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლის ტემპი ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე იქნება დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც ეტაპობრივად შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system