თავში

გამოიწვევს თუ არა ლირის გაუფასურება ლარის ვარდნას?

გამოიწვევს თუ არა ლირის გაუფასურება ლარის ვარდნას?
გამოიწვევს თუ არა ლირის გაუფასურება ლარის ვარდნას?

გასულ კვირას, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებაში, ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 

"თიბისი კაპიტალი" თურქეული ლირის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს.

"მიუხედავად ამისა, „თიბისი კაპიტალი“ წინა შეფასებას ინარჩუნებს, იმის შესახებ რომ არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს მაშინ, როდესაც ლარი ლირის მიმართ მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში დაახლოებით ცხრათვიანი ჩამორჩენით იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია. ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი ძირითადად კონკურენციას სხვა იმპორტს უწევს და არა ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში ექსპორტსა და გაცვლით კურსს შორის, რაიმე კორელაცია არ იკვეთება“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, 21 ოქტომბერს, დისკონტის განაკვეთი 18-დან 16%-მდე შეამცირა, რამაც ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულ დონეზე გააუფასურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system