თავში

გამყარდება თუ არა ლარი მომავალ წელს მაინც

გამყარდება თუ არა ლარი მომავალ წელს მაინც
გამყარდება თუ არა ლარი მომავალ წელს მაინც

მომავალი წლის ბიუჯეტში ლარი 2, 2 მილიარდი ვალი საგარეო ვალის აღებაა გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყანა 2021 წელს 2.6 მილიონ ლარს ვალის დასაფარად მიმართვას. ანუ ესაა პირველი შემთხვევა, როცა უფრო მეტს ვიხდით ვალების დასაფარად ვიდრე ვსესხულობთ. 

სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს ლარის კურსზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ლარის გამყარებას მომავალ წელსაც არ უნდა ველოდოთ.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია არ გამორიცხავს რომ, ლარის კურსზე გავლენა ვალების დაფარვის ფაქტორმაც იქონიოს, თუმცა, მისი აზრით, ეს გავლენა იქნება მცირედი და არა მასშტაბური.

"რაც შეეხება იმას, რომ მომავალი წლიდან გვეწყება გარკვეული წილი საგარეო ვალის მომსახურება, შეიძლება ოდნავ ამასაც ჰქონდეს გავლენა. ყოველ შემთხვევაში, ლარის კურსს 2021 წლის იანვარ -მარტში 3,40 ზევით არ ვპროგნოზირებთ, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ მოხდა, ვგულისხობთ პოლიტიკურ არასტაბილურობას," - განმარტავს შენგელია.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის კურსის მერყეობა მოსალოდნელია 5 ნოემბრიდან.

"ლარის კურსის ველოდებით 5 ნოემბრის შემდგომაც, მაგრამ 3,10- 3,35 ფარგლებში," - გვეუბნება შენგელია და მიზეზსაც გვიხსნის. მისი განმარტებით, უკვე იწურება მარაგები იმ პროდუქტებისა, რომლებიც ასე თუ ისე აგრარულ სექტორში მოდიოდა ადგილობრივად. შენგელია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი აგროპროდუქტების ამოწურვის შემდეგ, შიდამოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ზრდას დაიწყებს იმპორტი, გაიზრდება მოთხოვნა დოლარზე, ბაზარზე გაჩნდება ჭარბი ლარი და კურსიც დაეცემა.

"ასევე,  ვიდრე არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ლარის კურსის შენარჩუნებას ცდილობს ეროვნული ბანკი, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს," - გვიხსნის ექსპერტი.

შენგელია დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კურსი 3.30-იან ნიშნულს გადაცდა, კვლავ მოხდება გადაანგარიშება ფასების და საქონელსა და მომსახურეობაზე მივიღებთ კვლავ გაზრდილ ფასებს და მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაუძვირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system