თავში

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის საინვესტიციო პროექტები მზადდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის საინვესტიციო პროექტები მზადდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის საინვესტიციო პროექტები მზადდება

„საპარტნიორო ფონდისთვის“ პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაძლიერების მიზნით, საინვესტიციო პროექტების მომზადება“, - ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფინანსური ინსტრუმენტის - „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ გაცნობის მიზნით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.


„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

„ამ მიმართულებით, „საპარტნიორო ფონდი“ ქმედით ნაბიჯებს დგამს. კერძოდ, „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და „USAID Zrda“ ერთბლივ პროექტს „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ ახორციელებს. გრანტის სახით „USAID Zrda“ 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 106 სოფელში. ამ გზით, დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ. „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნის გამთლიანებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც საქართველოსთვის და მის ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კონფერენცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system