თავში

განახლდება თუ არა ფრენები თებერვლიდან

განახლდება თუ არა ფრენები თებერვლიდან
განახლდება თუ არა ფრენები თებერვლიდან

თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენა ვერ მოხერხდება. მართალია, მთავრობას ოფიციალურ დონეზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც  ავიაკომპანიების წარმომადგენლები report.ge-თან ამბობენ, მათთვის მთავრობის პოზიცია ცნობილია და შეუძლიათ დანამდვილებით თქვან, რომ თებერვლიდან საქმიანობას ვერ გააგრძელებენ. ზუსტი თარიღი, როდიდან შეეძლებათ ავიაკომპანიებს ფრენა, უცნობია. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერც მიმართულებების დადგენა ხერხდება, თუ სად შეიძლება პირველ ეტაპზე ავიამიმოსვლა განახლდეს. ამის შესახებ Air Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ქართული ავიაცია უდიდეს დანაკარგს განიცდის და შეიძლება, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბევრმა ვერ გააგრძელოს საქმიანობა.

,,ფრენები არ იხსნება, ეპიდემიაა მთელ ქვეყანაში და ჩვენ რომც გავხსნათ საზღვრები,  ბევრი ქვეყანა კვლავ ჩაკეტილია. თუმცა ამ ეტაპზე ვერც იმ მიმართულებით ხერხდება ავიამიმოსვლის აღდგენა, რომლებმაც საჰაერო სივრცე გახსნეს. აქამდე გვეგონა, რომ თებერვლიდან შეზღუდვა მოიხსნებოდა, მაგრამ ეს გამორიცხულია, მთავ რობის წარმომადგენლებთ სულ ახლახან ქონდა საუბარი და ჩემთვის ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცნობილია - საქმიანობ ას ჯერჯერობბით ვერ გავაგრზელებთ, მაგრამ არც ის არის ცნობილი, როდიდან გვექნება ამის შესაძლებლობა. ვგულისხმობ მთლიანად საავიაციო ინდუსტრიას, რომელიც covid-19-ის გამო დიდ გასაჭირშია.  დიდი დანაკარგებია სექტორში, ბევრი კომპანია, ალბათ, ვერ დაუბრუნდება საქმიანოაბს, რადგან შეიძლება გაზაფხულამდე ვერ გასტანოს. ბევრი კომპანია გაკოტრდება,ზოგი დაიხურება, შეიძლება კომპანიების შერწყმაც მოხდეს, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი", - ამბობს გიორგი კოდუა.

ამდენად, ავიაციის სფერო ახალ 2021 წელს მძიმე პრობლემით ხვდება. დარგის მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ  პერსპექტივაც უიმედოა. როგორც ავიაციის სფეროს სპეციალისტი, ავიაექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ი report.ge-თან განაცხადა, დროულად თუ არ დაიწყო დარგის მხარდაჭერა მთავრობამ, ღრმა კრიზისი გარდაუვალია. 

ცნობისთვის, Eurocontrol-ის ანგარიშის მიხედვით, 41 ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოში საავიაციო ტრაფიკი ყველაზე მეტად შემცირდა. 2020 წელს საქართველოში 34 ათასით ნაკლები ფრენა შესრულდა, ვიდრე 2019-ში.

avianews.ge-ს ცნობით,მსოფლიოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 73%-ით იყო შემცირებული. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებზე (საქართველო, ისრაელი, მაროკო) Eurocontrol-ი მიუთითებს, რომ მათთან საავიაციო ბაზრის „გამოცოცხლება“ ვერც ზაფხულის სეზონზე მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system