თავში

განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია - დავით სონღულაშვილი

განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია -
განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია -  დავით სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში თემატური მოკვლევის შესახებ მოსმენა გაიმართა, რომელშიც ჰიბრიდულ რეჟიმში მონაწილეობდნენ დაინტერესებული ორგანიზაციები.

კომიტეტმა „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ თემატური მოკვლევა დაიწყო საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების, არსებული პრობლემების შესწავლის, გამოვლენისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მოკვლევის ტექნიკური პირობები დაეგზავნათ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო-ანალიტიკურ კომპანიებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, ენერგოკომპანიებს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს.

დღეს გამართული მოსმენა მოკვლევის მნიშვნელოვანი ეტაპია, სადაც დაინტერესებულმა მხარეებმა თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირეს. მიმოიხილეს მონაწილე მხარეების მიერ წარდგენილი წინადადებები.

მოსმენის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განახლებადი ენერგიის განვითარებას საქართველოსთვის,

„ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის. მეორე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელია. ამიტომ გვაქვს ბევრი სხვადასხვა აქტივობა, ვქმნით შესაძლებლობებს და პლატფოემებს, რომ ამ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიხსნას დისკუსიები, ჩვენი კომიტეტი მაქსიმალურად ჩავერთოთ და გავაკეთოთ შესაბამისი რეაგირებები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თემატური მოკვლევა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system