თავში

განახლებადი ენერგიის წილი ენერგოგენერაციაში შემცირდა

განახლებადი ენერგიის წილი ენერგოგენერაციაში შემცირდა
განახლებადი ენერგიის წილი ენერგოგენერაციაში შემცირდა

11 თვეში განახლებადი ენერგიის წილი 77%-მდე შემცირდა (-1 პ.პ.) და წლის ბოლომდე მოსალოდნელია 76% შეადგინოს ჯამურ გენერაციაში. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში, რომლის მიხედვით, 11 თვეში ენერგიის ჯამური გენერაცია წ.წ. 5.8%-ით შემცირდა. 

კვლევის თანახმად, გენერაცია წლის დასაწყისიდან მცირდებოდა და შემცირების პიკს ივნისში მიაღწია (-17% წ.წ). მოგვიანებით დაიწყო აღდგენა და სექტემბერ-ოქტომბერში წლიურად 6.6%-ით და 6.3%-ით გაიზარდა, თუმცა 6%-მდე შემცირდა ნოემბერში.

გენერაციის კლებასთან ერთად საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი მცირდება. თბოსადგურების გენერაცია ჯამურად 1.7%-ით არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით და 2.3 ტვტ.სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, თუმცა განახლებადი წყაროების გენერაცია უფრო მეტად (-7%) არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში, რაც ძირითადად ცუდი წყალმოდინების, დაბალი მოთხოვნის და ექსპორტის შესაძლებლობის შემცირებამ განაპირობა.

ენგურის წილი ჯამურ გენერაციაში მცირდება და 25%-ია 2020 წლის 11 თვეში, რაც 4%-ით და 9%-ით ნაკლებია 2019 და 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით.

სეზონური, წყალმოდინებაზე დამოკიდებული ჰესების გენერაცია მკვეთრ ზრდას აჩვენებს, შუახევი ჰესის ხარჯზე. აღნიშნული ჰესების ჯამურმა გენერაციამ 3.4ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც +8%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად. აღნიშნული ძირითადად შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებიდან გამომდინარეობს.

მცირე ზომის ჰესების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა გენერაცია იკლებს. ოთხ ახალ სიმძლავრის ჰესთან ერთად 71 მცირე ზომის ჰესის ჯამურმა გენერაციამ 0.6 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ მოსალოდნელია გაიზარდოს მომავალ წელს, ახალი ჰესების ხარჯზე და მიმდინარე პერიოდში აშენებული ჰესების სრული დატირთვით ამუშავების შემთხვევაში.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, ასვე რა არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა და ისიც, თუ რა კეთდება საქართველოს მწვანე ენერგეტიკაში, ასევე ყველა დეტალი ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებზე. იკითხეთ report.ge- ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system