თავში

განახლებადი ენერგიის ზრდაში საქართველოს გერმანია დაეხმარება

განახლებადი ენერგიის ზრდაში საქართველოს გერმანია დაეხმარება
განახლებადი ენერგიის ზრდაში საქართველოს გერმანია დაეხმარება

2020 წელს მზის და ქარის დანადგარებმა გერმანიაში მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ქვანახშირის, ბუნებრივი აირის და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ელექტროსადგურებმა, ერთად აღებულმა. 

მზის და ქარის საფუძველზე გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის 37 %-ზე მეტი შეადგინა.

2020 წელს ენერგიის განახლებადი წყაროების საფუძველზე გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა გერმანიაში წარმოებული საერთო ელექტროენერგიის 50 %-ზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ენერგოგენერაციაში განახლებადი ენერგიის წილი შემცირდა.  თბოსადგურების გენერაცია ჯამურად 1.7%-ით არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით და 2.3 ტვტ.სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, თუმცა განახლებადი წყაროების გენერაცია უფრო მეტად (-7%) არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში, რაც ძირითადად ცუდი წყალმოდინების, დაბალი მოთხოვნის და ექსპორტის შესაძლებლობის შემცირებამ განაპირობა.

ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით.

სეზონური, წყალმოდინებაზე დამოკიდებული ჰესების გენერაცია მკვეთრ ზრდას აჩვენებს, შუახევი ჰესის ხარჯზე. აღნიშნული ჰესების ჯამურმა გენერაციამ 3.4ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც +8%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად. აღნიშნული ძირითადად შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებიდან გამომდინარეობს.

მცირე ზომის ჰესების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა გენერაცია იკლებს. ოთხ ახალ სიმძლავრის ჰესთან ერთად 71 მცირე ზომის ჰესის ჯამურმა გენერაციამ 0.6 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ მოსალოდნელია გაიზარდოს მომავალ წელს, ახალი ჰესების ხარჯზე და მიმდინარე პერიოდში აშენებული ჰესების სრული დატირთვით ამუშავების შემთხვევაში.

მწვანე ენერგიების მიმართულებით BTU აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საელჩოსთან, რადგან გერმანია ამ მიმართულებით ერთ–ერთი მოწინავე ქვეყანაა. გერმანიაში Greentech–ის განვითარება 1992 წლიდან დაიწყო და საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს დაგროვებული. საქართველოს, გერმანიის საელჩო, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანალოგიური პროექტების ადგილობრივად განხორციელებაში.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, ასვე რა არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა და ისიც, თუ რა კეთდება საქართველოს მწვანე ენერგეტიკაში, ასევე ყველა დეტალი ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებზე. იკითხეთ report.ge- ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system