თავში

განახლებადი წყაროები წიაღისეულ საწვავს არცთუ ისე ახლო მომავალში შეცვლის

განახლებადი წყაროები წიაღისეულ საწვავს არცთუ ისე ახლო მომავალში შეცვლი
განახლებადი წყაროები წიაღისეულ საწვავს არცთუ ისე ახლო მომავალში შეცვლის

გაზის ფასების ზრდისა და ქვანახშირის დეფიციტის ფონზე,  ტრადიციული ენერგიის წყაროების სრული უარყოფა და მწვანე ენერგიაზე გადასვლა სულ უფრო და უფრო "შორეული მომავალი" ხდება.

Bloomberg green-ის ანგარიშის თანახმად, ეს გლობალური ენერგეტიკული კრიზისი არც პირველია და არც უკანასკნელი.

”ფაქტობრივ გადასვლას ათწლეულები დასჭირდება, რომლის დროსაც მსოფლიო განაგრძობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი მწარმოებლები ამჟამად რადიკალურად ცვლიან წარმოების სტრატეგიას,” - ვკითულობთ სტატიაში.

ამავე დროს, არაერთი მსოფლიო გამოცემა და ენერგეტიკის ექსპერტი თვლის, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდება, რაც რა თქმა უნდა ასევე იმოქმედებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე და მწვანე ენერგიაზე გადასვლაზე.

”2050 წლის შემდეგაც კი, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა კვლავ გაიზრდება, რადგან განახლებადი წყაროები ვერ შეცვლის წიაღისეულ საწვავს”, - აცხადებს ენერგეტიკული ბაზრების ექსპერტი, ანა ალჰაჯი.

ყველა არსებული და მოსალოდნელი გამოწვევის მიუხედავად, ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი პოზიტიურად არის განწყობილი და მწვანე ენერგიის გადასვლისკენ მოწოდებას განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system