თავში

"განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო

"განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო
განახლებული რეგიონებისთვის  ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპისთვის 500 მლნ ლარია განსაზღვრული, საიდანაც 300 მლნ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. არქიტექტურული და ურბანული პროექტების მოსამზადებლად უკვე გამოცხადებულია ტენდერები და სამუშაოების განხორციელება რეგიონებში ზაფხულში დაიწყება.

„მთლიანად პროგრამა 500 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული პირველი ეტაპის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება ამ მიმართულებით და შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადებულია. შესაბამისად, უკვე ზაფხულშია გათვალისწინებული აქტიური სამუშაოების დაწყება, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი განახლებული უბნები და არეალები, მთელი რიგი მდებარეობები, ახალი მიზიდულობის ცენტრები“, - განაცხადა ქარსელაძემ.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართა.  იმერეთის შემდეგ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და ააჭარაში.

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system