თავში

მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე განაცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტები განიხილავენ

განაცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტები განიხილავენ
მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე განაცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტები განიხილავენ

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები ახორციელებდნენ.

ამის შესახებ სააგენტოში "აწარმოე საქართველოში" აცხადებენ. 

მათივე განმარტებით, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად მიენიჭა კოდი და შემფასებლებმა განაცხადების შემოწმების დროს არ იცოდნენ ბიზნესიდეის ავტორის ვინაობა.

ცნობისთვის, წელს საგრანტო პროგრამაზე დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, კერძოდ განაცხადი შეავსო 26 307 მეწარმემ. აქედან გამომდინარე, განაცხადების რაოდენობის და ხარისხის შესაბამისად დაწესდა მაღალი გამსვლელი ქულები.იმ შემთხვევაში თუ მეწარმე სუბიექტი არ ეთანხმება შეფასების შედეგებს, აქვს შესაძლებლობა განაცხადის შედეგების გასაჩივრების. 

გასაჩივრება შესაძლებელია 25 და 26 ნოემბერს. საჩივრის ნიმუში ატვირთულია მოცემულ ბმულზე - https://bit.ly/3nK9zCyშევსებული ფორმა, ბიზნესიდეის და პირადობის მოწმობის ასლთან ერთად უნდა გადმოაგზავნოთ სააგენტოს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე - [email protected].

გასაჩივრებულ განაცხადს, სააგენტოს კომისია გადახედავს სწორად და სამართლიანად მოხდა თუ არა ბიზნესიდეის შეფასება, და თუ დაადგენს რომ მოხდა ქულის უსამართლოდ დაკლება, კიდევ ერთხელ მოხდება გადაგზავნა ახალ დამოუკიდებელ ექსპერტთან, რათა ბიზნესიდეა თავიდან იქნას შემოწმებული.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system