თავში

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება

ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტზე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 

დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი ხუთი პროცენტია.

ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. 

საკომიტეტო განხილვები ხვალაც გაგრძელდება და 18 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემაჯამებელი მოსმენა გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system