თავში

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას ახალი სააგენტო გააკონტროლებს

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას ახალი სააგენტო გააკ
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას ახალი სააგენტო გააკონტროლებს

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, ასევე, მშენებლობისა და ექსპლუატაციის  მიმდინარეობას ახალი სააგენტო გააკონტროლებს. "ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ" "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" ფუნქციები ნაწილობრივ შეითავსა, რათა ზედამხედველობა და ნებართვის გაცემა ერთმა და იმავე ორგანიზაციამ არ განახორციელოს. 

სააგენტო მონიტორინგს გაუწევს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას. 

სააგენტო არ დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.

უწყების ოფიცრებს საწარმოების სანქცირების ბერკეტიც ექნებათ. დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 1000-დან 5000 ლარამდეა განსაზღვრული.

დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system