თავში

განვითარებადი ბაზრებიდან პორტფელური ინვესტიციები გავიდა

განვითარებადი ბაზრებიდან პორტფელური ინვესტიციები გავიდა
განვითარებადი ბაზრებიდან პორტფელური ინვესტიციები გავიდა

მარტში განვითარებადი ბაზრებიდან (EM) $4.8 მლრდ-ის გადინება მოხდა, რაც 2020 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მსხვილი გადინებაა. ამის შესახებ აღნიშნულია Galt and Taggart-ის ახალ ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, პორტფელური ინვესტიციების გადინების რამდენიმე სავარაუდო მიზეზია: აშშ-ში სახაზინო ობლიგაციებზე მზარდი საპროცენტო განაკვეთები, ასევე განვითარებად ბაზრებზე მზარდი ვირუსის შემთხვევები და თურქეთში არსებული მდგომარეობაა, რაც უარყოფითად აისახება ინვესტორების განწყობებზე.

აქვე თურქეთის მოვლენებზეც არის საუბარი.დოკუმენტში განმარტებულია, რომ  2021 წლის მარტში თურქეთის ეკონომიკურ ბლოკში მორიგი გადატრიალება მოხდა: 20-21 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თურქეთის ცენტრალური ბანკირი, რომელიც ამ პოსტზე 4 თვის წინ, 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა და პოსტზე დანიშვნის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 8.75 პპ-ით გაზარდა 19%-მდე (ბოლო ზრდა 19 მარტის შეხვედრაზე განხორციელდა). თურქეთის ახალ ცენტრალურ ბანკირად დაინიშნა საჰაპ კავჩიოღლუ, რომელიც იზიარებს ერდოღანის შეხედულებას დაბალი საპროცენტო განაკვეთების შესახებ, ძირითადი ეკონომიკური თეორიების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ცვლილების შემდეგ თურქული ლირა რეკორდულად, 14%-ით, გაუფასურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system