თავში

"გარდაბანი 2-ს" ქვეყნის ელექტრომოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს

"გარდაბანი 2-ს" ქვეყნის ელექტრომოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს
გარდაბანი 2-ს ქვეყნის ელექტრომოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

დღეს ჩვენი ენერგეტიკის სისტემას შეემატება ახალი ობიექტი, „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური, რომელიც არის თითქმის ორჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე ძველი ე.წ. ღია თბოსადგურები. ეს თბოსადგური ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, მოსახლეობისა და ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტი ენერგომომარაგებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ენერგეტიკა ეკონომიკური სექტორის პრიორიტეტია და მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე  დღის წესრიგში დგება ამ სფეროს ძირეული გარდაქმნის აუცილებლობა.

ჩვენ შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა, დავიწყეთ ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი გახსნა და შევქმენით კონკურენტული, ღია ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავრი მიმართულება არის, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. სწორედ ასეთი, ახალი გენერაციის ობიექტი გახლავთ ეს თბოსადგური, რომელიც ჩვენ დღეს გავხსენით და შეგვყავს ექსპლუატაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, განახლებადი ენერგიის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან რამდენიმე მასშტაბური პროექტი იწყება ან შედის ექსპლუატაციაში. მინისტრის თქმით, ახალ თბოსადგურს თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა შეუძლია.

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ახალი თბოსადგურების მშენებლობის მნიშვნელობა, რადგან ეს არის საბაზისო ენერგიის წყარო, ეს არის სადგური, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოხმარების 10 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში, ეს არის ჩვენი ე.წ. რეზერვი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შედის მწყობრში და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ერთ თბოსადგურს შეუძლია, თვეში თბილისის საშუალო მოხმარების 70 პროცენტის დაფარვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან პროექტის განხორციელებისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციას მადლობა გადაუხადა.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე ამერიკული დოლარის ინვესტიციით აშენდა.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ახალი თბოელექტროსადგურის გახსნა ენერგოსისტემისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია.

გიორგი გახარიას განცხადებით, გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’- ის მიერ 230 მგვტ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია - China Tianchen Engineering Corporation-მა (TCC) შეასრულა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანჯინში.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს სფერო ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებულ მომარაგების უზრუნველყოფა, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system