თავში

გარდაბანში კერამიკის საწარმო იხსნება

გარდაბანში კერამიკის საწარმო იხსნება
გარდაბანში კერამიკის საწარმო იხსნება

გარდაბნის რაიონში, სოფელ ნორიოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული ნაწარმის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათი ცნობით, საწარმო ევროპული ხარისხის კერამიკულ ნაწარმს (კრამიტი და მოსაპირკეთებელ ფილა) გამოუშვებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს როგორც საქართველოში არსებულ კერამიკისა და სამშენებლო ფილების მწარმოებელ ქარხნებს, ასევე სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიებს. პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება ადგილობრივი ნორიოს თიხებისა და მდ. დურუჯის ლამის ნარევი. საწარმოს გასახსნელად ინვესტორი 550 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 20 ადამიანს დაასაქმებს. საწარმოს წლიური მოცულობა 40 000 კვ. მ შეადგენს და ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „გეოკერამიკას“ გარდაბანში, სოფელ ნორიოში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 600 კვ.მ უძრავი ქონება გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system