თავში

გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა

გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა
გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა

გარდაბნის 6 სოფელი უწყვეტად წყალს ვადაზე ადრე მიიღებს. ამის შესახებ report.ge-ს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვათარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა ვადაზე ადრე სრულდება.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდაბნის სოფლები, -ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს. ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოიცავს. რაც ყველაზე იშვიათია ხოლმე, პროექტი, რომელიც 2022 წლის მეორე ნახევარში უნდა დამთავრებულიყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსწრებით მიდის პროცესები და ალბათ, ზაფხულის ბოლოს ექვსივე სოფელს სრულად მიეწოდება წყალი.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვათარების სამინისტროს ინფორმაციით, წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქვეყანაში წელს ინვესტიციის უპრეცენდენტო რაოდენობა ხორციელდება. ამჟამად, საქართველოში, ჯამში მიმდინარეობს დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის პროექტი, თითქმის 150 ლოკაციაზე, მათ შორის გარდაბანში, რომელიც მოიცავს ექვსი სოფლის 24 საათიან წყალმომარაგებას მაღალი სტანდარტით დამუშავებული წყლით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system