თავში

"გარდაბნის თბოსადგურის“ სარემონტო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება

"გარდაბნის თბოსადგურის“ სარემონტო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება
გარდაბნის თბოსადგურის“ სარემონტო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება

შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე ეწვია და თბოელქტროსადგურში მიმდინარე გეგმიურ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. 

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე სარემონტო სამუშაოების წარმოების და სამომავლოდ სადგურის ერთწლიან ოპერირებასა და მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხი.

თბოელექტროსადგურში გეგმიური სარემონტო სამუშაოების წარმოება 1 ივლისს დაიწყო. მიმდინარე წლის სარემონტო სამუშაოების ძირითადი მიმართულებაა ორი აირტურბინის კაპიტალური გეგმიური შეკეთება, რაც აირტურბინების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით 24,000 საათიანი სამუშაო პერიოდის შემდეგ ესაჭიროება. 

აირტურბინების მიმდინარე რემონტის ფარგლებში ხორციელდება ძირითადი დეტალების ჩანაცვლება გაუმჯობესებული დეტალებით, რაც გულისხმობს მუშა რესურსის 32,000 საათამდე გაზრდას.

მიმდინარეობს ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლის სამუშაოები. ასევე, გეგმიური სარემონტო სამუშაოები ორთქლის ტურბინის, გაგრილების სისტემის, ქიმიური წყალგამწმენდი მეურნეობისა და სატუმბი სადგურების მიმართულებით.

ხორციელდება სადგურის მართვის სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალური რევიზია და ხარვეზების აღმოფხვრა. 

სარემონტო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლის 4 სექტემბრამდე.

გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის, საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საპარტნიორო ფონდისა და კომპანია CALIK ENERJI-ს მუშაობის შედეგად აშენდა, უკვე ხუთი წელია  ოპერირებს.

თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2015 წლის 7 აგვისტოს შევიდა. 

მის მიერ გადამცემ ქსელში გაცემული ელექტრო ენერგიის სრულმა რაოდენობამ, ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან, 5,643,000,000 კვტ/სთ შეადგინა, რაც 5 წლის განმავლობაში საქართველოში მოხმარებული ელექტრო ენერგიის რაოდენობის 10 %-ია. თბოსადგურის ტექნიკური მონაცემები საშუალებას იძლევა იყოს მოქნილი ელექტრო სისტემის მოთხოვნების მიმართ დროის მინიმალურად მოკლე მონაკვეთში.

„გარდაბნის თბოსადგურმა“, „Swiss Rating Asociation”-ის არაერთი ჯილდო მიიღო და
დაარსებიდან დღემდე „დარგის ლიდერ“ საწარმოდ ზედიზედ ხუთჯერ დასახელდა.

დღეისათვის თბოელექტროსადგურში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 250-მდე პროფესიონალია დასაქმებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system