თავში

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა - PHOTO

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა - PHOTO

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ტექნიკისა და აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა. აღნიშნული მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები გაძლიერდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგდა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს ყველა ის ტექნიკური საშუალება აქვთ, რაც მოვალეობის სათანადოდ შესასრულებლად სჭირდებათ“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალი „ფორდ რეინჯერები“ აღჭურვილია რეგისტრატორებითა და „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებასიძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები ბაგებს გამოიყენებენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის ეკიპაჟების სრული აღჭურვილობაც, მათ შორის, სამხრე კამერები, დარტყმაგამძლე პადები, საველე პირობებში სამუშაო ლეპტოპები, ხელის კომპიუტერები - ე.წ. დივაისები და ღამის ხედვის ბინოკლები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განმარტებით, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შემდეგ, დეპარტამენტი ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.

2018 წლიდან დღემდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 13 თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაზარალებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system