თავში

გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკა ექსპორტის მუხრუჭად სახელდება

გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკა ექსპორტის მუხრუჭად სახელდება
გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკა ექსპორტის მუხრუჭად სახელდება

ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, ანი კვარაცხელია ამბობს, რომ ყველაზე მეტად ძვირადღირებული პროდუქტებზე მოთხოვნა დაეცა როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში. მისივე თქმით, პრობლემა შეექმნა გადამუშავებულ პროდუქციასაც, მათ შორის ღვინოს, რომელიც შედარებით ძვირ პროდუქტად ითვლება და რომლის რეალიზაცია მთელ მსოფლიოშია შემცირებული, რადგან არ არის ტურიზმი, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი არის შეჩერებული.

მისივე თქმით, 2020-ში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია ეკონომიკური ზრდის მატება, არ გაზრდილა არც ექსპორტი და არც იმპორტი.

რა უნდა გაკეთდეს, რომ პრობლემა დაიძლიოს და ექსპორტი წახალისდეს, ანა კვარაცხელია ამბობს, რომ აქ მთავრობის როლი დიდია. ექსპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი პრობლემად ასახელებს დართულებუოლ და გაძვირებულ ლოგისტიკას.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს და ეს არის ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა - ბაზართან წვდომის სისწრაფე და სიიაფე. ეს პრობლემა ყოველთვის იყო და ახლა მეტად იჩინა თავი. მთავრობას შეუძლია, რომ კომპანიებს ხელი შეუწყოს რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ დიჯიტალიზაციაზე და იკომერსის ნაწილში მსოფლიოს ავყვეთ. მარკეტინგის და კომუნიკაციების კუთხითაც ერთეული კომპანიები ვერაფერს იზამენ. აქ მთავრობამ უნდა დახარკოს თანხა, როგორც ამას სხვა დიდი ქვეყნები აკეთებენ“, - ამბობს ანა კვარაცხელია.

პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანაში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა. 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა. 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system