თავში

გასულ წელს BTK-ით თურქეთის ტრანზიტი გაორმაგდა

გასულ წელს BTK-ით თურქეთის ტრანზიტი გაორმაგდა
გასულ წელს BTK-ით თურქეთის ტრანზიტი გაორმაგდა

2021 წელს, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით თურქეთის ტვირთების გადაზიდვა 98%-ით,  თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ  თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა.

გარდა ამისა, მისი თქმით, გასულ წელს თურქეთის საერთაშორისო სატვირთო მიმოსვლა წინა წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. ევროპასთან ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 20%-ით გაიზარდა, ირანთან -15%-ით.

ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system