თავში

გათავისუფლდება თუ არა დღგ-სგან რძისა და რძის პროდუქტების წარმოება

გათავისუფლდება თუ არა დღგ-სგან რძისა და რძის პროდუქტების წარმოება
გათავისუფლდება თუ არა დღგ-სგან რძისა და რძის პროდუქტების წარმოება

დღგ-ს გაუქმებას მერძევე ფერმერები და გადამამუშავებელი კომპანიები ბოლო პერიოდში ინტენსიურად ითხოვენ. ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, არადა სექტორს ეს დაპირება ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მისცა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კი რამდენიმე თვის წინ წარდგენილ კანონპროექტზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და განხილვები 2019 წლის თებერვლისთვის გადადო.

ამჟამინდელ პრემიერს სექტორი გუშინ შეხვადა და პრობლემებზე ესაუბრა. 

"ყველაზე მწვავე მაინც ჩემი გამოსვლა იყო იმიტომ, რომ მე პირდაპირ პრობლემებით შეშინება დავუწყე პრემიერსაც და იქ დამსწრე საზოგადოებას. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ საფინანსო სამსახურები 50 მლნ-ზე მეტ ზარალს აწყდებიან. კვლევა გაკეთდა, სადაც სულ რაღაც 7 მლნ-ზეა საუბარი. მე გაჩერებას არ ვაპირებ და ამ სიმწვავის შესახებ პრემიერს ვუთხარი. მე მას ვუთხარი, რომ ის ამ პრობლემის გადაჭრაში მარტო არ იქნება და მას, ნებისმიერ მთავრობას მივეხმარებით, რომ რბილად და ეფექტურად მივიღოთ ის შედეგი, რაც გვინდა. საქართველოში ნედლ რძეზე ნაწარმოები პროდუქტი დღგ-სგან გათავისუფლებული არ არის და დამატებითი განხილვისთვის საფინანსო ინსტიტუტებს გადაეცა. კიდევ ცოტა ხანი დაველოდებით და შემდეგ ჩვენი რეაგირება შესაბამისი იქნება," - განაცხადა "საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის" თავმჯდომარემ ანა ჩიკვაიძემ. 

როგორც ჩიკვაიძე განმარტავს, მწარმოებლებს ამჟამად რამდენიმე სახის პრობლემა აქვთ.

"პრემიერები, მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო ყველის და რძის მწარმოებლების პრობლემები იგივე რჩება. რძის ზაფხულის და ზამთრის ფასი მგონი უგანდაშიც აღარ არის. ჩვენ გვაქვს პრობლემა რძეზე, რომელიც არის ნედლი და რძე, რომელიც არის ფხვნილზე დამზადებული (ე.წ. აღდგენილი რძე) ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, იმხელა პრობლემას ვაწყდებით, როგორიც ადამიანის ჯანმრთელობაა", - განაცხადა ჩიკვაიძემ.

მისივე თქმითვე, პრემიერისგან დაპირება მიიღეს, რომ ყველის მწარმოებლებთან და მერძევეებთან ცალკე შეხვედრა გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system