თავში

გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა

გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა
გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა

2020 წლის ექვს თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,8 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია მაისის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 1,5 ათასი ტონით ანუ 65,2%-ით - მეტი გასული წლის ივნისის მონაცემებთან (2,3 ათასი ტონა) შედარებით. იმპორტის 94,7% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

რაც შეეხება პროდუქტის იმპორტის 6-თვიან მაჩვენებლს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში 21,3 ათასი ტონა გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი განხორციელდა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 52,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,0 ათასი ტონა).  იმპორტის 95,3% რუსეთის ფედერაციიდანაა.

თხევადი გაზის იმპორტის წესი შეიძლება შეიცვალოს. პარლამენტმა საკითხზე მსჯელობა გასული თვის დასაწყისში დაიყო.

თხევადი გაზის აქციზი შეიძლება 300-დან 450 ლარამდე გაძვირდეს, თუმცა თხევადი გაზის 300 ლარიანი კომერციული ტარიფი არ შეიცვლება.  ოპოზიცია კი საწვავზე აქციზის გადასახდის შემცირებას ითხოვს.

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ხდება თხევადი გაზის იმპორტი 2901 კოდით, რომელიც აქციზის გადასახადს არ ექვემდებარება და ადგილობრივ ბაზარზე გამოიყენება ავტომობილების გასამართად, როგორც თხევადი გაზი. ამასთანავე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტი არ ექვემდებარება რაიმე სტანდარტებს.

შეგახსენებთ, თხევადი გაზის ბაზარზე არსებულ "შავ ხვრელზე" დიდი ხანია საუბრობს საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე შავლეგ მიშველაძეც. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შემთხვევაში დაბეგვრის 2-ეტაპიანი მოდელი გამოიყენება - ერთ ტონაზე 120 ლარი გადაიხდევინება პროდუქტის განბაჟების მომენტში, ხოლო დამატებით 180 ლარის გადახდა უნდა მოხდეს თხევადი გაზის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდებისას. საქართველოს ბიზნესასოციაციაში(BAG) აცხადებენ, რომ მეორე ეტაპზე დაბეგვრისას ადმინისტრირების კუთხით პრობლემებია და თანხა ბიუჯეტში არასრულად შედის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system