თავში

გათხევადებული აირის მიმართ მოთხოვნა მატულობს

გათხევადებული აირის მიმართ მოთხოვნა მატულობს
გათხევადებული აირის მიმართ მოთხოვნა მატულობს

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში თხევადი აირის (LPG) გამოყენება საავტომობილო გამართვისათვის, როგორც ბენზინის ალტერნატივა. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას, მათი რიცხვი 200 ერთეულს აღემატება.

მოთხოვნის ზრდას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.2019 წელს საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. იმპორტის 89% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა report.ge-ს განუცხადა, თხევადი აირის იმპორტი საქართველოში სხვადასხვა კოდით ხორციელდება. შესაბამისად, გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით, სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით და ავტომობილების გამართვისათვის.

,,აუცილებელია, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა აკონტროლონ აღნიშნული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებული ვითარება, ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოხდეს ამ პროდუქტის იმ სეს ესნ კოდით იმპორტი, რომელიც არააქციზურ პროდუქციას წარმოადგენს და ამით ზარალდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე ბაზარზე იქმნება არაკონკურენტული გარემო", - ამბობს მთვრალაშვილი.

ასევე ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროდუქტზე, ვინაიდაინ ის არის ნავთობპროდუქტი , დაწესდეს ხარისხობრივი სტანდარტი და ის იყოს სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. ევროკავშირში მოქმედებს აღნიშნული პროდუქტისათვის სტანდარტი EN-589. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system